საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე ქ. ვინიცას ეწვია

მ.წ. 7-8 სექტემბერს, საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე იმყოფებოდა ქ. ვინიცაში, სადაც მონაწილეობა მიიღო მე-6 საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში „ვინიცა-ბიზნესი უკრაინის ცენტრში“ და ასევე ვინიცის 655 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.
ქ. ვინიცაში ყოფნის პერიოდში, გაიმართა ელჩის ხანმოკლე შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან და უკრაინის პრემიერ-მინისტრთან ვოლოდიმერ გროისმანთან. ელჩი ასევე ეწვია ნ. პიროგოვას სახელობის მუზეუმს. ასევე, მას ჰქონდა შეხვედრა და ხანგრძლივი საუბარი ვინიცაში ამ დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით საქართველოდან, კერძოდ სამცხე-ჯავახეთიდან და შიდა ქართლიდან ჩასულ ორ ქორეოგრაფიულ ანსამბლთან. ელჩმა, აგრეთვე მოინახულა ქ. ვინიცაში ცნობილი ქართველის ვლადიმერ გიგინეიშვილის მარანი, სადაც ის გაეცნო ღვინის დამზადების ტექნოლოგიას და პროცესს და დააგემოვნა ღვინო.