საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 10 წლის თავთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოში გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება

მ.წ. 7 აგვისტოს, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ  განხორციელებული სამხედრო აგრესიის 10 წლის თავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში გაიმართა თომა ჩაგელიშვილის  დოკუმენტური ფილმის "მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე" ჩვენება. ღონისძიებას ესწრებოდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მოქმედი ანალიტიკური ცენტრებისა და არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელები, ქართული დიასპორის წევრები და ადგილობრივი მედია.

 სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ, რომელმაც დეტალურად ისაუბრა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ  განვითარებულ სამხედრო აგრესიაზე. ასევე, ელჩმა მადლობა გადაუხადა უკრაინულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.