საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა დაცვის რწმუნებულთან ლიდმილა დენისოვასთან

მ.წ. 6 აგვისტოს,  საქართველოს საელჩოში შედგა საქართველოს ელჩის გელა დუმბაძის შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა დაცვის რწმუნებულთან, ლიუდმილა დენისოვასთან.  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რწმუნებულის წარმომადგენელი თანასწორი უფლებებისა და თავისუფლებების საკითხებში ლიდია კოზუბი, პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვამელი ვლოდიმერ კრუტი, რწმუნებულის მრჩეველი ოლენა მიაჩინა  და  უკრაინაში საქართველოს საელჩოს კონსული ნანა ჩაბრავა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა უკრაინასა და საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების დეფაქტო საზღვარზე მიმოსვლის, იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმწიფოს მხრიდან დახმარებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი პირების მონიტორინგის საკითხები. რწმუნებულმა გამოთქვა სურვილი ქართველ კოლეგებთან გამართოს შეხვედრები, ქართული მხარის გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ლიუდმილა დენისოვამ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს უკრაინაში 2014 წელს განვითარებული მოვლენების დროს მხარდაჭერისათვის და თანადგომისათვის.