საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მ.წ. 16 ივლისს, ქ. ხარკოვში საქართველოს საპატიო კონსულს გადაეცა ეგზეკვატურა

2018 წლის  16 ივლისს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ქ. ხარკოვში საქართველოს საპატიო კონსულისათვის, ქალბატონი ალექსანდრა ჩიხლაძისათვის ეგზეკვატურის გადაცემის ოფიციალური ცერემონია. ალექსანდრა ჩიხლაძეს ეკზეკვატურა გადასცა უკრაინის  საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორმა ოლგა ჩუბრიკოვამ. ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დავით ბოჭორიშვილი და ქდონეცკში საქართველოს კონსული ირაკლი ადვაძე.