საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩოს სტუმრად ქ. ბორჯომისა და ქ. პოლტავის მოსწავლე ახალგაზრდები ეწვივნენ

მ.წ. 11 ივლისს, ქ. ბორჯომსა და ქ. პოლტავას შორის თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების შეთანხმების საფუძველზე, მოსწავლეების გაცვლის პროგრამის ფარგლებში ქ. პოლტავაში ჩამოსული ქ. ბორჯომის მოსწავლე ახალგაზრდობა ქ. პოლტავის მერის მოადგილესთან სვეტლანა ტარაშევსკაიასთან და უკრაინელ მოსწავლეებთან ერთად სტუმრად ეწვივნენ საქართველოს საელჩოს.

საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ ბავშვებს დაათვალიერებინა საელჩოს შენობა, გააცნო სამუშაო პროცესი, ესაუბრა საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული ურთიერთობებზე, ახალგაზრდების როლზე თანამედროვე ტურბულენტურ სამყაროში და უპასუხა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს. ასევე, როგორც ქართველმა, ასევე უკრაინელმა მოზარდებმა წარმოადგინეს თავიანთი თვითშემოქმედება. შეხვედრამ უაღრესად თბილ გარემოში ჩაიარა.