საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა იგორ მაზეპასთა, როსტისლავ ძუნძასთან და ოლექსი შერსტობოევთან

მ.წ. 10 ივლისს, საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო ჯილდოებისა და ჰერალდიკის კომისიის საკოორდინაციო საბჭოს უფროსთან იგორ მაზეპასთან, სოციალური და პოლიტიკური განვითარების ბიუროს სამმართველოს უფროსთან როსტისლავ ძუნძასთან და უკრაინის სამართლებრივი მეცნიერების ეროვნული აკადემიის აკადემიურ მრჩეველთან ოლექსი შერსტობოევთან.

შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის სუამის ფარგლებში შესაძლო საერთო პროექტების განხორციელებაზე და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარებაზე.