საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მ.წ. 9 ივლისს, საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე შეხვდა უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ლილია გრინევიჩს

მიმდინარე წლის 9 ივლისს, უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, უკრაინული მხარის მოწვევით,  გაიმართა უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გელა დუმბაძის შეხვედრა უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ლილია გრინევიჩთან .

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და უკრაინას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის ძირთადი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო -კვლევით ცენტრებს შორის ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე და ამ კუთხით სტუდენტების, მკვლევარების, და მეცნიერების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობაზე. ასევე განხილულ იქნა ქართულ და უკრაინულ უნივერსიტეტებს/ინსტიტუტებს/კვლევით ცენტრებს შორის თანამშრომლობის საკითხები “Horizon 2020” ფარგლებში.