საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მ.წ. 8 ივნისს, გაიმართა ლვოვი-ბათუმის მიმართულებით ფრენების საზეიმო გახსნის ცერემონია

მ.წ. 8 ივნისს, ქ. ლვოვის დანილო ჰალიცკის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა ლვოვი-ბათუმის მიმართულებით ფრენების საზეიმო გახსნის ცერემონია, რომელსაც განახორციელებს ავიაკომპანია „YanAir“.  ღონისძიებას ესწრებოდნენ უკრაინაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი ირაკლი როგავა,  ლვოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ტრანსპორტისა და კავშირის სამმართველოს უფროსი ტარას ოპრისკი, ქ. ლვოვის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური დირექტორი ტატიანა რომანოვსკა და ავიაკომპანიის „YanAir“ კომერციული დირექტორი ტარას სტრიგუნენკო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის აღნიშნული მიმართულებით ფრენა პირველად დაინიშნა.