საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დელეგაცია ივანო-ფრანკოვსკს ეწვია

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე ვიზიტით იმყოფებოდნენ ივანო-ფრანკოვსკის ოლქში, სადაც უკრაინაში საქართველოს თავდაცვის ატაშესთან, ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძესთან და უკრაინაში საქართველოს პოლიციის ატაშესთან კახაბერ კიღურაძესთან ერთად მოინახულა უკრაინის ეროვნული გვარდიის 1241 სამხედრო ნაწილის სამთო-საპატრულო რაზმი და სამხედრო ნაწილი 3072.

საქართველოს დელეგაცია გაეცნო უახლეს შეიარაღებას და ტექნიკას, რომელსაც იყენებენ უკრაინის ეროვნული გვარდიის მოსამსახურეები დავალებების შესრულების დროს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამთო-საპატრულო რაზმის დავალებების შესრულების შესწავლას.

უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიკოლა ბალანმა აღნიშნა, რომ ორ უწყებას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების მიზანია ხელი შეუწყოს ურთიერთ განვითარებას და გამოცდილების გაზიარებას, სამხედრო ფორმირებების სიმძლავრეების გაზრდას, რათა, საბოლოო ჯამში, სათანადოდ უზრუნველყოფილ იქნას მოქალაქეების უსაფრთხოება  და ორივე ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში უკრაინის ეროვნული გვარდიის საქართველოში ვიზიტის დროს, მხარეებმა განიხილეს სამხედრო ფორმირებებს შორის შემდგომი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

მათ შორის, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ხელი მოეწერებოდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც განსაზღვრავს პირადი შემადგენლობის მომზადების, სამხედრო რეზერვის ფორმირების, ტერიტორიული თავდაცვის მიმართულებით ღონისძიებების დაგეგმარებასა და ორგანიზაციის, უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციის საკითხებს.