საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინ ფორუმზე - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის"

https://parliament.ge/media/news/kakha-kuchavas-sitqvit-gamosvla-kartuli-diasporis-dghisadmi-midzghvnil-onlain-forumze-dzlieri-diaspora-ertiani-sakartvelostvis

დიდი პატივია ჩემთვის, სიტყვით მივმართო ამ მნიშვნელოვან ფორუმს.

ფორუმი, საკუთარი სახელით ბევრს ამბობს.

ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ერთიანი საქართველო არის თითოეული ჩვენგანის მონაპოვარი და აუცილებელია შრომა და თავდადება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს - ძლიერ დიასპორას ამაში განსაკუთრებული როლი აქვს.

ფორუმის ფარგლებში საშუალება გვაქვს, კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს თანამემამულეებთან, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან.

მადლობა მინდა გადავუხადო ბექა ოდიშარიას, რადგან პირადად ვიყავი მონაწილე და ვიცი, რომ დიასპორის კომიტეტმა, კოვიდის პანდემიის განმავლობაში, შეძლო ბევრი ონლაინ ღონისძიების, კონფერენციის ჩატარება, რომ მაქსიმალურად ყველასთან ჰქონოდა კომუნიკაცია.

მადლობა მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ბევრი საინტერესო პროგრამა განახორციელა და მაქსიმალურად ვცდილობთ, დიასპორის წარმომადგენელთა ჩართვას იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც პირველ რიგში მათ ეხებათ და ეხება ჩვენს ქვეყანას.

ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ მიღწეულით, არის ძალიან ბევრი რამ, რასაც დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ. ამიტომ, აუცილებელია, გააქტიურდეს პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა, შეიქმნას ის ძლიერი პოლიტიკური დოკუმენტები, რომლებიც ქვეყნების მიხედვითაც კი იქნება მორგებული ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების ინტერესებზე.

მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც ასევე ითვლება დიასპორის წარმომადგენლად - რამდენიმე წლის მანძილზე ვცხოვრობდი საზღვარგარეთ და კარგად მესმის ის ემოცია, ის პასუხისმგებლობა, რომელიც ახლავს ამ სტატუსს.

დიასპორის თითოეული წარმომადგენელი არის ელჩი იმ ქვეყანაში, სადაც ის ცხოვრობს, ელჩი და სახე ჩვენი ქვეყნის და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ისინი ვიხილოთ ძლიერები, წელში გამართულები, რადგან ზუსტად ასე დაინახავს ყველა საქართველოს, როდესაც დაინახავს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს.

სწორი და ეფექტიანი პოლიტიკა - მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რით შეგვიძლია დამატებით დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, შორს არიან ჩვენგან და რაც ყველაზე მთავარია, ვიზრუნოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეძლოს ყველამ დაბრუნება საქართველოში, რომ ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება.

საკმაოდ ამბიციური გეგმა გვაქვს 2024 წლისთვის, რაც ევროკავშირში გაწევრებას მოიაზრებს. ეს ნიშნავს სამნახევარი წლის განმავლობაში დიდ შრომას და ძალისხმევას იმისათვის, რომ გვქონდეს საშუალება, უფლება, ვიყოთ ძლიერები და გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.

მე ეს პროცესი ჩვენი დიასპორის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

მაქვს ბედნიერება, როდესაც ვსტუმრობ ამა თუ იმ ქვეყანას, ყოველთვის გამოვნახო ერთი დღე და ჩვენს დიასპორას ვესტუმრო.

პრემიერ - მინისტრმა სწორად აღნიშნა, რომ ეკლესია გახლავთ ის ადგილი, სადაც ერთიანდება ყველა ქართველი და საბოლოო ჯამში გვაძლევს ისეთ სიძლიერეს, რომელიც სჭირდება ჩვენს დიასპორას.

პარლამენტი თქვენს გვერდით გვიგულეთ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია არა მხოლოდ დიასპორის, არამედ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომ მათი ჩართულობით იქნას მიღებული გადაწყვეტილება და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი კომიტეტის სახელით, ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას შევძლებთ.