საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თეიმურაზ შარაშენიძე შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვასილ ბოდნარს

მ.წ. 9 ოქტომბერს, უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს,  ვასილ ბოდნარს. საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის საკითხებს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბრისას აღინიშნა, რომ მხარეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას. ასევე ქვეყნებს შორის შეუცვლელ პრიორიტეტებად რჩება უსაფრთხოების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის თანამშრომელი ირინა კოზიკი და საელჩოს უფროსი მრჩეველი, ჯემალ გოგიტიძე.