საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მ.წ. 29 სექტემბერს, ქ. ლვოვში გაიხსნა 30-ე საიუბილეო საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ოქროს ლომი“

მ.წ. 29 სექტემბერს, ქ. ლვოვში გაიხსნა  30-ე საიუბილეო საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ოქროს ლომი“ . ქ. ლვოვში საქართველოს საპატიო კონსულის ხელშეწყობით, ქ. თბილისიდან ფესტივალში მონაწილეობის მიღების მიზნით მოწვეულ იქნენ თეატრალური კოლექტივები. კერძოდ, 4 ოქტომბერს  ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელწიფო რუსული  თეატრის დასი მაყურებლის წინაშე წარსდგა სპექტაკლით „შინელი“, ხოლო 5 ოქტომბერს თბილისის თავისუფალი თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს სპექტაკლი „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“ . ორივე სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა. ქართული თეატრის დასი სრულად იყო წარმოდგენილი, დამდგმელი რეჟისორის ავთანდილ ვარსიმაშვილის ხელმძღვანელობით.