საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 5-6 ოქტომებრს, ქ. კიევში, გაიმართა ქართული კულტურის რიგით მე-8 ფესტივალი „თბილისობა ანდრეევსკის დაღმართზე“

2019 წლის 5-6 ოქტომებრს, ქ. კიევში,  გაიმართა ქართული კულტურის რიგით მე-8 ფესტივალი „თბილისობა ანდრეევსკის დაღმართზე“.

ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ. ელჩმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ორი ქვეყნის, საქართველოსა და უკრაინის ისტორიის, აწმყოსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების შესახებ. აღნიშნა კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებში ურთიერთობების განვითარების აუცილებლობა. მადლობა გადაუხადა ქ. კიევის მერიას და ფესტივალის ორგანიზატორებს ყოველწლიურად  „თბილისობის“ მაღალ დონეზე ჩატარებისთვის.

ანდრეევსკის დაღმართზე ათასობით შეკრებილი ადამიანის წინაშე წარსდგნენ ქართველთა და უკრაინელთა შემოქმედებითი კოლექტივები. ასევე ღონისძიების  ფარგლებში  მოეწყო სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი ღონისძიებები: კონკურსები, ვიქტორინები, გამოფენები, ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია.

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უკრაინელი და ქართველი ხელოვანების მიერ შესრულებულ იქნა მისი ნაწარმოებები.  

ქ. კიევში გამართულმა „თბილისობამ“, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის დიდ მეგობრობას.