საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მ.წ. 11 სექტემბერს, ქ. კიევში გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ

მ.წ. 11 სექტემბერს, ქ. კიევში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ორგანიზებული პრეზენტაცია. ღონისძიებას დაესწრო და დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა უკრაინაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ჯემალ გოგიტიძემ.

პრეზენტაციის ფარგლებში, ქართული კერძო სექტორისა და ადგილობრივი საქმიანი ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ B2B ფორმატში გაემართათ შეხვედრები და ადგილზე განეხილათ თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.