საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა პოლონეთის ელჩთან

მ.წ. 3 ივლისს, საქართველოს საელჩოს გაცნობითი ვიზიტით ეწვია პოლონეთის ახლად დანიშნული ელჩი ბარტოშ ციჩიცკი. შეხვედრისას განხილულ იქნა უკრაინაში არსებული პოლიტიკური ვითარება, მოსალოდნელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა და პოლონეთის გამოცდილება ევრო და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.