საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

უკრაინაში საქართველოს ელჩის გელა დუმბაძის პიესა თეატრ "სუზირიას" სცენაზე

2019 წლის 8 თებერვალს, ქ. კიევის “სუზირის“ თეატრში, რეჟისორ ალექსი კოჟელნის მიერ დაიდგა უკრაინაში საქართველოს ელჩის გელა დუმბაძის პიესა „შიოლა“.
სპექტაკლს ესწრებოდნენ უკრაინაში აკრედიტებული უცხოეთის ელჩები, უკრაინის ხელისუფლებისა და კულტურული წრეების, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ორიგინალურ წარმოდგენას ფონად ერთვოდა ქართული კულტურული ადათის, ასევე სახელოვან მოღვაწეთა ამსახველი ვიდეო კადრები.

წარმოდგენამ მაყურებელთა გულწრფელი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ თეატრალურმა დარბაზმა მსურველთა საკმაოდ დიდი ნაწილი ვერ დაიტია.

მაყურებელთა მიერ აღინიშნა, რომ წარმოდგენამ საუკეთესო ფორმატით განახორციელა უმდიდრესი ქართული კულტურის მრავალმხრივი პოპულარიზაცია. უკრაინულ ენაზე პიესის თარგმანი ეკუთვნის თათია ქათამაძეს.

სპექტაკლი „შიოლა“, რომელიც ჩასმულია თეატრის რეპერტუარში, „სუზირის“ სცენაზე წლის განმავლობაში კიდევ 20-ჯერ დაიდგმება. ავტორმა თეატრის სასარგებლოდ, კუთვნილ ჰონორარზე უარი განაცხადა.

გელა დუმბაძის პიესა „შიოლა“ არის ქართულ-გერმანული რადიოპიესის კონკურის გამარჯვებული. დადგმულია საქართველოს რადიოს პირველი არხის მიერ (1996წ.)