საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მ.წ. 23 იანვარს, გაიმართა საქართველოს ელჩის გელა დუმბაძის შეხვედრა სერგეი ლაზოსთან

მ.წ. 23 იანვარს, საქართველოს საელჩოში, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გელა დუმბაძის შეხვედრა ცნობილ უკრაინელ მწერალთან, პოეტთან, გამომცემელთან და კომპოზიტორთან, უკრაინის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწესთან სერგეი ლაზოსთან. საუბარი შეეხო მიმდინარე წლის აპრილის თვეში საელჩოში ცნობილი ქართველი პოეტის კატო ჯავახიშვილის უკრაინულ ენაზე თარგმნილი კრებულის „იავნანა კაცებისთვის“ პრეზენტაციის საკითხს. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს სერგეი ლაზოს ხელმძღვანელობით უკრაინაში გამოიცა თანამრდროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია სახელწოდებით „Просто неба“, რომელშიც შევიდა 20 ქართველი პოეტის ნაწარმოებები, მათ შორის კატო ჯავახიშვილის ლექსები.
შეხვედრის დროს განხილულ იქნა სხვა პროექტები კულტურის სფეროში და მათი განხორციელების პერსპექტივები, მათ შორის ქართველი და უკრაინელი პოეტების ერთობლივი პოეზიის საღამო კიევსა და თბილისში და ანთოლოგიის მეორე ტომის გამოცემა.