საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მ.წ. 18 იანვარს, საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

მ.წ. 18 იანვარს, საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა  ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ დამსწრე საზოგადოებას მიულოცა  შობა-ახალი წელი, ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ და უპასუხა სტუმრების მიერ დასმულ შეკითხვებს. 
აღნიშნული ტიპის შეხვედრების მთავარი მიზანია, რომ   უკრაინაში მცხოვრები ქართველები მაქსიმალურად ინფორმირებულები იყვნენ და ჯანსაღი წარმოდგენა ჰქონდეთ ყველა იმ მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ, რაც საქართველოში მიმდინარეობს ქვეყნის განვითარების კუთხით და ამასთანავე გააჩნდეთ საელჩოსთან პერმანენტული ურთიერთობა.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში, საელჩოს მიერ სპეციალურად მოწვეულ იქნა უკრაინაში არსებული კომპანიის „Glovo.ua” ხელმძღვანელობა, რომლებმაც გააჟღერეს ინიციატივა აღნიშნულ კომპანიაში უკრაინაში მცხოვრები ქართველების დასაქმებასთან დაკავშირებით.