საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 27-28 ნოემბერს, ქ. კიევში, სუამ-ის სამდივნოში გაიმართა სუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა საბჭოს 48-ე შეხვედრა

2018 წლის 27-28 ნოემბერს, ქ. კიევში, სუამ-ის სამდივნოში გაიმართა სუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა საბჭოს 48-ე შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მ. მამად-გულიევი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ნ. სანაძე, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს რეგიონალური თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ე. ვიზირი (თავმჯდომარე),უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი ა.კონონენკო,, სუამ-ის გენერალური მდივანი ა. ეფენდიევი, სამდივნოს კულტურულ-ჰუმანიტარული პროგრამების კოორდინატორი, თეიმურაზ კილაძე, სამდივნოს ეკონომიკური პროგრამების კოორდინატორი საბუხი თემიროვი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა (სტუმრის სტატუსით) ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი გ. მამედოვი.

სხდომაზე საბჭომ განიხილა სუამ-ის ფარგლებში პოლიტიკური და პარლამენტთაშორისი ურთიერთობების საკითხები, სუამ-ის სექტორული თანამშრომლობის საკითხები და პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.