საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მ.წ. 30 ნეომბერს, საქართველოს საელჩოში გაიმართა რეჟისორ გიორგი მეგრელიშვილის ფილმის „ჰამლეტი“ ჩვენება

მ.წ. 30 ნოემბერს, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საელჩოში გაიმართა რეჟისორ გიორგი მეგრელიშვილის ფილმის „ჰამლეტი“ (თანამედროვე ვერსია) ჩვენება. ფილმმა, რომელიც გადაღებულია მობილური ტელეფონით, მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიებას დაესწრნენ უკრაინაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, ადგილობრივი დიასპორის წარმომადგენლები და სტუდენტები. დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ,  ფილმის რეჟისორმა გიორგი მეგრელიშვილმა და ფილმის ოპერატორმა ვალერი ფიფიამ,

ღონისძიების დასრულების შემდეგ, ელჩმა ცალკე გამართა შეხვედრა სტუდენტებთან, სადაც მან ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე და უპასუხა მათ მიერ დასმულ შეკითხვებს.