საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას ვიზიტი ქ.კიევში

მ.წ. ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა   დარსალია და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე დაესწრნენ ქ.კიევში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას „THE HYBRID WAR DECADE: LESSONS LEARNED TO MOVE FORWARD SUCCESSFULLY“. 


კონფერენცია უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გახსნა. გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას რომ მოეხდინა რუსეთის მიერ საქართველოში 2018 წელს  წარმოებულ ომთან დაკავშრებით სათანადო რეაგირება, აღნიშნული აიცილებდა უკრაინა-რუსეთის ომს 2014 წელს.  

 

 ლაშა დარსალია სიტყვით გამოვიდა ზემოაღნიშნული კონფერენციის პირველ პანელზე - ON THE FRONTLINES OF THE HYBRID WAR: FROM THE BALTIC TO THE BLACK SEA და ისაუბრა ჰიბრიდულ ომზე, საქართველოს გამოცდილებაზე აღნიშნული მიმართულებით.


ვიზიტის ფარგლებში, კონფერენციის შემდეგ, გაიმართა ორმხრვი შეხვედრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვასილი ბოდნართან, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხების მინისტრთან ვადიმ ჩერნიშთან შეხვედრას ესწრებოდნენ ლაშა დარსალია და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გელა დუმბაზე.