საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

უკრაინაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ

 უკრაინაში საქართველოს საელჩო 2018 წლის 1 ნოემბრიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 1 (ერთ) საუკეთესო აპლიკანტს.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1)       განაცხადების გადარჩევა;

2)       გასაუბრება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

·         ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;

·         კარგად ფლობდეს უკრაინულ და რუსულ ენებს, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

·         იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან გააჩნდეს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

·         კანდიდატს უნდა ჰქონდეს უკრაინაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

 

კონკურსის თემატიკა:

·         საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;

·         საქართველო-უკრაინის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები

 

 

უკრაინაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: kyiv.emb@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო

დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში

სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

დ) პასპორტის ასლი;

ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების)

დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების

გავლის პერიოდს;

ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).

ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

 

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: უკრაინაში საქართველოს საელჩო, ქ. კიევი, ტ. შევჩენკოს ბულვარი 25.

 

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით

ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

 

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა

სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში

ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +38 044 220 03 40

სტაჟირებისა_და_პრაქტიკის_გავლის_წესი.pdf

განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.pdf
 

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

 

საბუთები მიიღება მ/წლის 1 ნოემბრიდან  14 ნოემბრის ჩათვლით.