საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მ.წ. 25 ოქტომბერს, საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოს ახალგაზრდა ელჩთან ალექსანდრე თოფურიასთან

მ.წ. 25 ოქტომბერს, საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოს ახალგაზრდა ელჩთან ალექსანდრე თოფურიასთან, რომელიც არჩეულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების (იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი)“ პროგრამის ფარგლებში. ახალგაზრდა ელჩების შერჩევა განხორციელდა ღია კონკურსის წესით. „ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანა არის იმ კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელება, რომელთა მიზანს საქართველოს პოპულარიზაცია წარმოადგენს.

შეხვედრის დროს ელჩმა გამოუთქვა მხარდაჭერა საქართველოს ახალგაზრდა ელჩს ალექსანდრე თოფურიას, ესაუბრა მას თანამშრომლობის სფეროებზე და საერთო ღონისძიებების ორგანიზაციულ საკითხებზე.