საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ხარკოვში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

მ.წ. 10 ოქტომბერს, ქ. ხარკოვში, გაიმართა საქართველოს საპატიო საკონსულოს საზეიმო გახსნის ცერემონია. სტუმრებს სიტყვით მიმართეს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორმა ოლგა ჩუბრიკოვამ და ქ. ხარკოვში საქართველოს საპატიო კონსულმა ალექსანდრა ჩიხლაძემ. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ხარკოვის ოლქისა და ქ. ხარკოვის ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორის, კულტურული და სამეცნიერო სფეროს და ქ. ხარკოვში ქართული დიასპორის წარმომადგენლები. 
გელა დუმბაძემ პირადად წარუდგინა და გააცნო დამსწრე საზოგადოებას ქ-ნი ალექსანდრა ჩიხლაძე, მიულოცა მას ქ. ხარკოვში საქართველოს საპატიო კონსულად დანიშნვა და წარმატებები უსურვა. ასევე, ელჩმა აღნიშნა, რომ
ახლო მომავალში იგეგმება ქ. ლვოვში და ქ. ჩერნიგოვში საქართველოს საპატიო საკონსულოების გახსნა, რაც მორიგი ნათელი მაგალითი იქნება საქართველო-უკრაინას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარებისა. 
საზეიმო ცერემონია ფართოდ გაშუქდა ადგილობრივ მედიაში.