საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მ.წ. 6-7 ოქტომბერს, ქ. კიევში, ანდრეევსკის დაღმართზე, გაიმართა რიგით მე-7 ქართული კულტურის ფესტივალი “თბილისობა”

მ.წ. 6-7 ოქტომბერს, ქ. კიევში, ანდრეევსკის დაღმართზე, გაიმართა რიგით მე-7 ქართული კულტურის ფესტივალი “თბილისობა”. 
გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს და მრავალრიცხოვან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს უკრაინაში საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ და ფესტივალის ორგანიზატორმა ნატალია სკლიარსკაიამ.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა. კერძოდ, მაყურებლის წინაშე წარსდგა ქ. თბილისიდან სპეციალურად მოწვეული მუსიკალური ანსამბლი “სულიკო”. ასევე, გაიმართა ქართული სამოსის სახლის დიზაინერის ეკატერინე ჯავახიშვილის მიერ ეროვნულ მოტივებზე შექმნილი ახალი კოლექციის ჩვენება. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ქართული დიასპორული ორგანიზაცეიბის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა. 
ივანე კავალერიძის სახლ მუზეუმში კი სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საქართველოს ელჩის გელა დუმბაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით “კიევი. აკრილის დღიური”. 
თბილისობის ფარგლებში გაიმართა ფილმის “ექვთიმე ღვთისკაცი” ჩვენება, რომელსაც თავად ფილმის რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე დაესწრო.
ტრადიციულად, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ქართული ღვინის კომპანიების მიერ ორგანიზებულ დეგუსტაციაში და დაეგემოვნებინათ ქ. კიევში მოქმედი ქართული რესტორნების მიერ წარმოდგენლი კერძები. 
ანდრეევკის დაღმართზე გამართულმა თბილისობამ წელსაც ათასობით ადამიანს უმასპინძლა.