საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ !

გაცნობებთ, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ცხადდება უკრაინაში, საქართველოს საელჩოს N44 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი.

კონკურსში მონაწილე კანდიდატმა ცესკოს უნდა წარუდგინოს განცხადება, რომელშიც მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:

  1. კანდიდატის სახელი და გვარი;
  2. საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება;
  3. საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი.

განცხადებას უნდა დაერთოს:

  1. პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის/პასპორტის ასლი;
  2. არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

განაცხადი გაგზავნილ უნდა იქნას შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: abroad@cec.gov.ge

კონკურსანტთა განაცხადების ცესკოში წარდგენის ბოლო ვადაა 3 ოქტომბერი, 17:00 (უკრაინის დროით).

მიმაგრებული ფაილში იხილეთ განცხადების ფორმა