საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ვადიმ სვირიდენკოს შეხვდა

მ.წ. 5 სექტემბერს, საქართველოს საელჩოში, საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა  უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეების რეაბილიტაციის საკითხებში პრეზიდენტის რწმუნებულთან ვადიმ სვირიდენკოსთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ვადიმ სვირიდენკოს მრჩეველი, საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეთა დედების და მეუღლეების საბჭო“ თავმჯდომარის მოადგილე ლიუდმილა ზინჩენკო. საუბარი შეეხო უკრაინაში ანტიტერორისტულ ზონაში დაზარალებულ პირთა და მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაციის საკითხებს, რომლის კონტექსტშიც  განხილულ იქნა ორმხრივი პროქტები.