საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრს შეხვდა

მ.წ. 31 აგვისტოს, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში, უკრაინული მხარის მოწვევით, გაიმართა საქართველოს ელჩის გელა დუმბაძის შეხვედრა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრთან ალექსანდრე საენკოსთან.
ალექსანდრე საენკომ გამოხატა დიდი კმაყოფილება მ.წ. 17 ივლისს, ქ. თბილისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბატონ მამუკა ბახტაძესთან განხორციელებული ნაყოფიერი შეხვედრის გამო. ის დეტალურად დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით და ამ მიმართულებით გამოთქვა ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.
შეხვედრის დროს, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით მიმდინარე და სამომავლო რეგიონალურ პროექტებს. ალექსანდრე საენკომ გამოთქვა იმედი, ქ. კიევში საქართველოს საელჩოსთან ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე ზემოთხსენებული პროექტების ნაყოფიერი განხორციელების თვალსაზრისით.

შეხვედრამ უაღრესად კონსტრუქციულ, თბილ ვითარებაში ჩაიარა. ალექსანდრე საენკომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ გროისმანის და პირადად თავისი სახელით, მადლობა გადაუხადა ბატონ გელა დუმბაძეს თანამშრომლიბისთვის, პატრიოტიზმისთვის, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის. ძალიან მაღალი შეფასება მისცა ირმხრივი ურთიერთობების დონეს, სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და კავშირების განმტკიცებას.